მენიუ დახურვა

აბაშაში სანადიროდ წასულ კაცს ერთი თვეა ეძებენ

(რეზონანსი) სანადიროდ წასულ 50 წლის მამაკაცს, რომელიც 8 იანვარს დაიკარგა, ამ დრომდე ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიებები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ, კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები.

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დაკარგული მონადირე ზესტაფონის მკვიდრი ა.რუხაძეა. იგი აბაშის რაიონ სოფელ კეთილარში ცხოვრობდა.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.