მენიუ დახურვა

აბაშაში 50 წლის მამაკაცს ეძებენ

აბაშაში 50 წლის მამაკაცს ეძებენ

აბაშაში ზესტაფონის მკვიდრ 50 წლის მამაკაცს ეძებენ. მამაკაცი, რომელიც ორ მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული, 8 იანვარს დაიკარგა.

ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ ცნობა უწყებაში იმავე დღეს შევიდა.

სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები.

loading…


მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.