მენიუ დახურვა

გურჯაანის სასამართლომ გიორგი ვაშაძეს 3000 ლარის გადახდა დააკისრა

გურჯაანის რაიონულ სასამართლო

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების – ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დასრულდა.

მოსამართლე დევი დევიძემ გიორგი ვაშაძე ადმინისტრაციულ სამართალდარმღვევად ცნო და ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

განაჩენის გამოცხადებამდე პროცესზე მხარეებმა სამართლებრივ დარღვევებზე ილაპარაკეს, რა დროსაც დაცვის მხარემ მოსამართლეს უტყუარი მტკიცებულებების და დანაშაულის ნიშნების არარებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. ამ ნაწილში დაცვის მხარის პოზიცია მოსამართლემ გაიზიარა და ნიკა მელია ადამინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო.

სასამართლო 2018 წლის 16 დეკემბერს ველისციხის ერთ-ერთ ეპიზოდს განიხილავდა, რა დროსაც 10-მდე პოლიციელი დაშავდა. გამოძიება ნიკა მელიას და გიორგი ვაშაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელებისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფას და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.