მენიუ დახურვა

კობერიძე: მნიშვნელოვანია, რომ გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა

ლევან კობერიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის თქმით, რესურსი იმია, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა.

“ვფიქრობ, რომ გუნდის თითოეული წევრი ძვირფასია ჩვენი მთლიანი უმრავლესობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა არ დატოვოს დღეს უმრავლესობა, რადგან დღეს ძალიან ბევრი საქმე არის საკეთებელი ქვეყნისათვის. პირველ რიგში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის სამართლიანი სასამართლოს თემა, ამიტომ თითოეული წევრის ყოფნა უმრავლესობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი მოსაზრებით, საკმაოდ ბევრი რესურსი არის იმისათვის, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამარჯვება და დამარცხება იზომება არა იმით, ვის რა თანამდებობა შერჩება, იზომება იმით, ვინ შეძლებს მართლაც ღირებულებების და ფასეულობების დაცვას.

‘პირველ ეტაპზე ჩვენ გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ის ავი ზრახვა, რაც ამ ჯგუფს ჰქონდა, რომ მიეღწიათ 10-კაციანი სიის მხარდაჭერისთვის და გაემწესებინათ ის მოსამართლეები ჩვენი ხელით უზენაეს სასამართლოში, ეს ვერ იყო მიღწეული. ეს იყო პირველი გამარჯვება.

რაც შეეხება ამ ეტაპზე პროცესს, რაც მნიშვნელოვანია, გამარჯვება და დამარცხება ჩემთვის იზომება არა იმით, ვის რა თანამდებობა შერჩება, იზომება იმით, ვინ შეძლებს მართლაც ღირებულებების და ფასეულობების დაცვას, საკუთარ თავს ვინ მოერევა ამ ცდუნების დროს და ვინ არ გადააბიჯებს ამ ღირებულებებს. თუ ამ ღირებულებებს გადააბიჯებ, ან გადაგაბიჯებინებენ, დამარცხებული ხარ. თუ ეს იმის ფასად ხდება, რომ თანამდებობას ინარჩუნებ, დამარცხებული ხარ. ჩემთვის გამარჯვება-დამარცხების კრიტერიუმები არის ეს – გადააბიჯებ ამ ღირებულებებს და უკუაგდებ თუ არა. მე არასოდეს დამარცხებული არ ვიქნები იმიტომ, რომ დღემდე ასე ვიცხოვრე და იმედი მაქვს, ხვალაც და ზეგაც ასე იქნება. მე ჩემი ღირებულებებისთვის არასდროს გადამიბიჯებია’, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის 9 დეპუტატმა პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც  ისინი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითხოვენ. მათ სურთ, რომ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერდეს. 

კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.