მენიუ დახურვა

გაირკვა, როდიდან იქნება უკრაინა-საქართველოს შორის ID ბარათებით მიმოსვლა შესაძლებელი

კიევი

უკრაინასა და საქართველოს შორის ID ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

‘2019 წლის 1 მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება  ID ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

ორ ქვეყანას შორის შესაბამისს შეთანხმებას გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მოეწერება. 

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.