მენიუ დახურვა

"ოქროს ატესტატი" და უნივერსიტეტში უფასოდ სწავლების საშუალება – ქანთარიას ინიციატივა

(რეზონანსი) დეპუტატი ნუკრი ქანთარია „ბავშვებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, ოქროს ატესტატის შემოღების” ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ქანთარიას თქმით, ოქროს ატესტატის მქონე მოსწავლეს საშუალება უნდა ჰქონდეს, ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ ჩააბაროს.

„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ახლაც არის ეს ოქროს მედალი, მაგრამ ეს არაფერში აღარ არის, მე მგონი. იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გააგრძელოს სწავლა,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.