მენიუ დახურვა

უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?! – გურამ დოჩანაშვილის შეკითხვა ახალგაზრდა გოგონას

ქეთევან სადღობელაშვილი გურანდა გაბუნიას დაკრძალვაზე მომხდარ შემთხვევას საზოგადოებას უზიარებს.

„დღეს დაკრძალვაზე შემხვდა გურამ დოჩანაშვილი. ის იყო, საუბარი წამოვიწყეთ, რო ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა, თეთრი ცელოფნის პარკით ხელში.

რა ხდებააა??? – შეშფოთებით გვეკითხება.

რა უნდა ხდებოდეს – კითხვას ვუბრუნებ.

რატომაა ამდენი ხალხიი??

დაკრძალვაა – ვპასუხობ.

ვისი დაკრძალვაა – უფრო შეშფოთებით მეკითხება. დოჩანა გაკვირვებული უყურებს გოგოს. მე ვიბნევი. რო ვუთხრა, მაინც არ იცნობს, მაგრამ ისე დაჟინებით მაცქერდება, რო ახვლედიანების ოჯახიდანაა-მეთქი, ვბორჯღიალობ.

დოჩანა ცდილობს, მომეხმაროს და გოგოს ეკითხება:

უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!

მთელი დღეა, სულელივით ვიცინი“, წერს ქეთევანს დღობელაშვილი.

წყარო: marshalpress.ge

loading…



მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.