მენიუ დახურვა

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

ჯანდაცვის სამინისტრო

სოციალურმა მუშაკებმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წერილი შეიტანეს, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი. ისინი ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

‘წერილს ხელს აწერს მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი და იურისტი. წერილის შინაარსი შეგვიძლია, ორ ნაწილად გავყოთ: პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დაუყოვნებლივ შეიქმნას კრიზისული სიტუაციების მართვის ჯგუფი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები და პრაქტიკოსი სოცმუშაკები იქნებიან ჩართულები. წერილში ეს არასამთავრობო ორგანიზაციები დაკონკრეტებული გვაქვს, ისინი არიან EMC, PHR და „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს სისტემური ცვლილებების დასაგეგმად და მყისიერი სისტემური რეაგირების გეგმა შეიმუშაოს“, – აცხადებს სოციალურ მუშაკთა და იურისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ქეთი ხუციშვილი.

მისივე თქმით, თითოეულ სოციალურ მუშაკს ყოველდღიურად იმდენად ბევრი დავალება აქვს შესასრულებელი, რომ ამას ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, მდგომარეობა კი 11 წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. ამის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ წერილზე დროული რეაგირება მოახდინოს.

წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცემა 21 დღის ვადა, რათა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.