მენიუ დახურვა

სოფელ ყიზილაღჯლოს ერთ-ერთ მაღაზიაში გაჭირვებულებს პურში ფულს არ ახდევინებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაღჯლოს ერთ-ერთ მაღაზიაში გაჭირვებულებს პურს უფასოდ ურიგებენ. ინფორმაციას ადგილობრივი რადიო მარნეული FM ავრცელებს. მაღაზიის მეპატრონის თქმით, ერთობლივი მსჯელობის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერს, ვისაც არ აქვს საშუალება, პური უფასოდ გადასცენ, ისინი არ არჩევენ კრიტერიუმებს და პურს აძლევენ ყველას, ვინც ამას მოისურვებს.

ფოტოზე: გიუნდიზ კურბანალიევი იდეის ავტორი

წყარო: marshalpress.ge

loading…


მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.