მენიუ დახურვა

ნიგოზი აბედნიერებს, მაგრამ მხოლოდ კაცებს

ბერძნული თხილი

„თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ ნიგოზს, ხასიათი გამოგიკეთდებათ და სტრესების მიმართ უფრო მდგრადი გახდებით“ – ეს აღმოჩენა ამერიკელ მეცნიერებს ეკუთვნით, რომლებმაც ექსპერიმენტი ნიუ-მექსიკის ქალაქ ალბუკერკში ჩაატარეს – წერს გერმანული გამოცემა Focus-ი

კვლევამ აჩვენა, რომ ნიგვზის რეგულარულად მიღების შემდეგ, კაცების 28%-ს ხასიათი გამოუკეთდა.

ექსპერიმენტში 18-დან 25 წლამდე სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებიც 16 კვირის განმავლობაში ბანანის პურს ჭამდნენ, რომელიც ნიგოზს შეიცავდა. მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგები პირველად 8 კვირის გასვლის შემდეგ შეაჯამეს. მეცნიერები აკვირდებოდნენ ექსპერიმენტში მონაწილეების განწყობას, ემოციებს.   

„კაცების შემთხვევაში განწყობა 28 %-ს გამოუკეთდა, თუმცა ჩვენ ვერ შევნიშნეთ განწყობის ცვლილება ქალებში. თუ რატომ მოხდა ასე ჩვენთვის უცნობია“ – აცხადებენ მეცნიერები. 

მეცნიერების თქმით, ხასიათის გამოკეთების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ის, რომ ნიგოზი შეიცავს ვიტამინ E-ს, ფოლიუმის მჟავას, პოლიფენონს და მელატონინს. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.