მენიუ დახურვა

ის, რასაც გრიმი და ფოტოშოპი მალავს…

ზოგიერთი ვარსკვლავი, რომელიც იდეალურად გამოიყურება კინოეკრანსა თუ ჟურნალების გარეკანზე, ცხოვრებაში ნამდვილად ვერ მოიწონებს თავს ხავერდივით კანით…

ჯიჯი ჰაიდი

ჯიჯის სახეზე შეიძლება შენიშნოთ ფერიმჭამელებიც, მუწუკებიც, ჩალურჯებებიც და ჭორფლიც. ისე, ჰადიდი ამბობდა კიდეც, რომ აკნეს სამკურნალოდ ხალხურ მეთოდებს მიმართავდა: გაღიზიანებულ და შეწითლებულ ადგილებზე კბილის პასტას ისვამს.

მაილი საირუსი

მსახიობი წითელ ხალიჩაზე ხშირად ჩნდება „გაშკურკული“ სახით. იმედია, ასაკთან ერთად ეს „საყმაწვილოც“ გადაუვლის. მთავარია, ფერიმჭამელები პირდაპირ ნაოჭებად არ ექცეს.

კამერონ დიასი

კამერონმა აღიარა, რომ მთელი ცხოვრება აკნეს ებრძვის. ის გულდაგულ ცდილობს მისი კვალის დაფარვას, მაგრამ პაპარაცები მაინც გამოიჭერენ ხოლმე მას „საშინაო ფორმაში“ და მერე მთელი ინტერნეტი აჭრელებულია კამერონის არც ისე ჯანმრთელი სახის კანის ფოტოებით.

კირა ნაიტლი

ვინ იფიქრებდა, რომ ასე ნაზსა და დახვეწილ კირა ნაიტლის ცუდი სახის კანი ექნებოდა?

ბრიტნი სპირსი

მართალია, დღეს მომღერალი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს, მაგრამ წარსულმა სახეზე კვალი დაუტოვა – ალკოჰოლმა, სტრესმა, გადაღლამ და ნარკოტიკებმა მას სახის კანი ძალიან გაუფუჭა.

ვიქტორია ბექჰემი

ინტერვიუებში ვიქტორია ხშირად აღიარებს, რომ მაკიაჟის გარეშე სახლიდან არ გამოდის – 43 წლის ასაკში მისი სახის კანი საკმაოდ არაჯანსაღად გამოიყურება.

კეტი პერი

მომღერალი გამოტყდა, რომ მისი კანისთვის მთავარი კოშმარი მზეა – გარუჯვის შემდეგ სახეზე ანთებითი პროცესი ეწყება. მიუხედავად ამისა, 2016 წლის ზაფხული მან თავის ბოიფრენდთან ორლანდო ბლუმთან ერთად პლაჟებზე გაატარა – კანის ჯანმრთელობის ხარჯზე ეცადა, ურთიერთობა გადაერჩინა, თუმცა არ გამოუვიდა.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები