მენიუ დახურვა

ლონდონის ზოოპარკში გამრავლებისთვის ჩაყვანილმა ხვადმა ვეფხვმა ძუ მოკლა

ლონდონის ზოოპარკში ორ ვეფხვს შორის ბრძოლის დროს, სუმატრელი ძუ ვეფხვი სახელად მელატი მოკვდა. 10 დღის წინ, ლონდონში ხვადი ვეფხვი სახელად აზიმი დანიური საფარი პარკიდან ჩაიყვანეს, იმის იმედით, რომ ის მელატის პარტნიორი გახდებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

ჩამოყვანილი ვეფხვი რამდენიმე დღე განცალკევებულ ვოლიერში ჰყავდათ გამომწყვდეული, რათა ის მიჩვეულიყო ადგილობრივ გარემოს, შემდეგ კი ცხოველები ერთმანეთს გააცნეს.

თითქმის უმალვე მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა და ორივე ვეფხვი აგრესიული გახდა, ამის შედეგად, მელატიმ ბევრი ჭრილობა მიიღო. ზოოპარკში აცხადებენ, რომ აზიმი მალევე გაიყვანეს სხვა ვოლიერში, თუმცა 10 წლის მელატის გადარჩენა ვეტერინარებმა ვერ შეძლეს.

სუმატრელი ვეფხვები გადაშენების პირას მყოფი ჯიშია.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები