„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ საქართველოსა და რუმინეთს შორის ქალაქ კლუჟის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 18:9 დასრულდა.
„ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, დანარჩენი ქულები კი 1 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასიც მოიპოვეს.
დატოვეთ კომენტარი