მენიუ დახურვა

თაკო ჩარკვიანი: ჩვენი ქვეყანა დოვლათიანია, სირცხვილი არ არის ყველაფერი უცხოეთიდან შემოდიოდეს?!

ჩვენია ეს ქვეყანა, ლამაზია, დოვლათიანია, ზღვა გვაქვს, მიწა ფხვიერი- ნოყიერი, სირცხვილი არ არის , ყველაფერი უცხოეთიდან შემოდიოდეს? პამიდორი, კიტრი და “კართოფილი- ქართოფილი”?? სირცხვილი არ არის, რომ ერთი საწარმო არ გაგვაჩნდეს, კორუფცია ყვაოდეს და ნარკოპლანტაციებს სთავაზობდეს ხელისუფლება ახალგაზრდებს, ამის შესახებ თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

თაკო ჩარკვიანი აანონსებს, რომ მის პარტიაში “კანონი და სამართალი” გაწევრიანება ორშაბათიდან იწყება. 10 მარტს კი პარტია ყრილობას გამართავს.

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო და თანამოაზრეებო, ვიწყებთ მუშაობას დაუღალავად, ყველა ერთად , კეთილსინდისიერი ადამიანები, პროფესიონალები , (ამისტები- იმისტები) თუ შევეცდებით, ქვეყანას ამ კრიზისიდან, უთუოდ გამოვიყვანთ, ჩვენია ეს ქვეყანა, ლამაზია, დოვლათიანია, ზღვა გვაქვს, მიწა ფხვიერი- ნოყიერი, სირცხვილი არ არის , ყველაფერი უცხოეთიდან შემოდიოდეს? პამიდორი, კიტრი და “კართოფილი- ქართოფილი”?? სირცხვილი არ არის, რომ ერთი საწარმო არ გაგვაჩნდეს, კორუფცია ყვაოდეს და ნარკოპლანტაციებს სთავაზობდეს ხელისუფლება ახალგაზრდებს, განათლების მაგივრად, ახალგაზრდები გარბოდნენ ამ საოცარი ქვეყნიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ უსაქმური და ქურდბაცაცა პოლიტიკანები წლების მანძილზე ძარცვავენ ამ ქვეყანას?! სირცხვილი არ არის , რომ მოხუცს ნორმალური სიბერე არ აქვს და ბავშვებს, ნორმალური ბავშვობა, (იმიტომ , რომ 27 წელია, ერთად ვერ დავდექით რუსი- ოკუპანტის, მზაკვრული გეგმით და მათ წისქვილზე ვასხამთ წყალს ) ჰოდა სირცხვილი , რომ არის და კანონი, რომ არ კანონობს და სამართალს დაეძებს ხალხი, აი ამიტომ გავერთიანდეთ და მივეშველოთ ჩვენს ქვეყანას და ამივიყვანოთ ამ კრიზისიდან- ქვეყანას განვითარება სჭირდება და არა ეს სტაგნაცია და ჭაობი, რასაც ეს უბადრუკი ხელისუფლება გვთავაზობს- უმრავლესობა( ყველა არა ბატონო), მაგრამ უმრავლესობა, მართლაც სირცხვილია – უხერხულია 2019 წელს ამ ტიპის ” სახელმწიფოებრივი აზროვნების” ხალხი იჯდეს საკანონმდებლო ორგანოში- უბრალოდ სირცხვილია- საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა, ყველგან და ამიერკავკასიაში, თავისი კულტუროლოგიით,პროგრესის- განვითარების , ბრძოლის და თავისუფლების ჟინით. მე მინდა ეკონომიკურად განვითარებული, ფეხზე დამდგარი საქართველო , მე ვიცი , რომ თქვენც, ჰოდა ერთად დავდოთ თითო “აგური” , ისე როგორც ეს თავის დროზე- ომის შემდეგ , 40 – 50 -მა გერმანელმა დაიწყო და ათასებმა ააყვავეს განადგურებული ქვეყანა! ჩვენც , რომ გავაკეთოთ და ავაშენოთ, რა მოხდება?! როგორ? ახლავე მოგახსენებთ: პირველ რიგში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა! არა კორუფციას! რეგიონალური განვითარება! დანარჩენს ყრილობაზე ვიტყვით 10 მარტს! ( ყველაფერს, ხომ არ ვიტყვი და დავწერ. ჩვენ დავიწყეთ და დავიწყეთ თქვენთან ერთად! ორშაბათიდან გაწევრიანება იწყება!”, – წერს სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანი.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები