მენიუ დახურვა

(ვიდეო)-თბილისში არასრულწლოვანმა ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა – შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

სამართალდამცავებმა თბილისში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტი გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, არასრულწლოვანია დაკავებული.”შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.ა., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები