მენიუ დახურვა

„კი“ და „არა“ სახის წმენდის დროს – შეამოწმეთ საკუთარი თავი და გამოასწორეთ შეცდომები

შესაძლოა, ძალიან ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებებით სარგებლობთ, მაგრამ, თუკი სახის მოვლის საწყის ეტაპზე შეცდომას უშვებთ, სასურველი შედეგის მისაღებად დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. 

 

ერთად გავერკვეთ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება სახის წმენის დროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი:

რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, გასაწმენდ კანზე ნებისმიერი საცხის წასმა დაუშვებელია, რადგან ფორები დახურულია და რაც არ უნდა ძვირადღირებული საცხი შეიზილოთ კანზე, სასარგებლო ნივთიერებები კანში ვერ შეაღწევს.

თანაც, ცუდად გაწმენდილი სახის კანი მიდრეკილია აკნესა და ანთებისკენ. თუკი კანის ცხიმი, მტვერი და კოსმეტიკის ნარჩენები ერთმანეთში აირევა და მათ სახიდან დროულად მოიშორებთ, ძალიან მალე ნაზი და მბზინვარე სახის ნაცვლად პრობლემური კანი შეგრჩებათ.

მაშ ასე, ერთად გავეცნოთ წესებს და გავითვალისწინოთ:

 

სწორი ტემპერატურა

სახის კანის დაბანამდე, აუცილებელია წყლის ტემპერატურის დარეგულირება, რომ წყალი არც ძალიან ცხელი იყოს და არც ძალიან ცივი. გრილი და სასიამოვნო ტემპერატურა – მისაღებია. ზედმეტად თბილი წყალი აზიანებს კანის დამცავ ფენას და აშრობს დერმის ზედა ფენას, ხოლო ზედმეტად ცივი წყლით სახის დაბანა კანზე დაგროვილ ჭუჭყს ვერ აშორებს.

სახის კანის მოვლის საშუალებების სწორად შერჩევა

დიახ, სახის დასაბანი გელის, ქაფის ან სპეციალური რძის სწორად შერჩევა მარტივი საქმე არ არის. მითუმეტეს, როდესაც მაღაზიებში ასეთი მრავალფეროვანი არჩევანია. აქ კონკრეტული რჩევის მიღება ალბათ, რთულია. გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურად მოგიწევთ. ხოლო იდეალური არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა იცოდეთ ყოველი პროდუქტის დანიშნულება:

 

სახის კრემები – არ ქაფდება, არბილებს კანს და იდეალურია როგორც მშრალი, ისე მგრძნობიარე კანისთვის.

გელი – წმენდს ღრმად, შეიცავს მჟავებს, შესანიშნავია ცხიმიანი კანისთვის. მჟავის შემცველი საშუალებებით სარგებლობა ნუ შეგაშინებთ, განსაკუთრებით თუკი პრობლემური ან ძალიან ცხიმიანი კანი გაქვთ. 

ღრმა წმენდა – ყოველკვირეულად

წმენდა ყოველ დღე – ეს არის წესი, მაგრამ არსებობს ღრმა წმენდა, როდესაც სპეციალური საშუალებებით სარგებლობთ ნიღბების, პილინგის და სკრაბების სახით. კარგი იქნება, თუკი სახის ღრმა წმენდისთვის საჭირო პროდუქციას კოსმეტოლოგთან ერთად შეარჩევთ და კვირაში ერთხელ გამოიყენებთ. 

 

სკრაბი თუ გაწმენდა: პირველად რომელი?

როდესაც სარგებლობთ სკრაბით, ჯერ კარგად გაისუფთავეთ სახის კანი. იგივე წესის გათვალისწინებაა საჭირო ნებისმიერი ნიღბით სარგებლობამდე. თუკი ფორები მტვრითა და ჭუჭყით იქნება გაჭედილი, ვერანაირი აქტიური ნივთიერება ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს. 

არ იჩქაროთ!

ყველა ჩვენგანს უამრავი საქმე და მოვალეობა გვაქვს. დილის ან საღამოს რუტინა საკუთარი თავის მოვლისთვის თითქოს დიდ დროს მოითხოვს და გვეზარება. მაგრამ საკმარისია 15 წუთით ადრე გაიღვიძოთ, ხოლო საღამოს საკუთარ თავს 20-30 წუთი დაუთმოთ და უბრალოდ, მოდუნდეთ, ისიამოვნოთ ამ პროცედურებით, ეფექტი ნამდვილად გაგაოცებთ და გარშემომყოფები თვალებს ვერ მოგწყვეტენ.

 

Loading...

მსგავსი სიახლეები