მენიუ დახურვა

კოლუმბიაში სიდიდით მეორე მდინარე დაშრა

კოლუმბია, მდინარე კაუკა

კაუკა, სიდიდით მეორე მდინარეა კოლუმბიაში, რომელიც რამდენიმე კვირაში დაშრა – წერს BBC-ი. 

მდინარის სიგრძე დაშრობამდე 1350 კილომეტრი იყო. კაუკას ხეობაში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებამ კაშხლის მშენებლობა დაიწყო. 

მდინარეზე რამდენიმე ელექტროსადგურია განთავსებული. ნაპირზე კი კომპლექსები, ქარხნები, ქალაქები და სოფლებია. მდინარის წყალს იყენებდნენ ფერმერები. ამ ტერიტორიაზე განვითარებული იყო თევზჭერა. 

2018 წელს მდინარე გადაუღებელი წვიმების გამო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ახლა მდინარე ფაქტობრივად გამქრალია. წყლის დონე იმდენად დაბალია, რომ ჰესის ასაშენებლად აზომვითი სამუშაობის ჩატარება შეუძლებელია. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები