მენიუ დახურვა

პარიზის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

პარიზის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. 

60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს თეიმურაზ ნოზაძე დაეუფლა. ქართველი მედლისთვის ბრძოლაში ისრაელის წარმომადგენელ დანიელ ბენ დავიდს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.

პარიზში მიმდინარე ტურნირის ფინალში ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზა. 66 კილოგრამში ქართველი გადამწყვეტ შეხვედრაში მოლდოველ დენის ვიერუს დაუპირისპირდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს კიდევ ერთი მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი ტატამზე არ გამოცხადდა და ქართველი ბრინჯაოს დაეუფლა.

10 თებერვალს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. წლის პირველი „გრანდ სლემის“ დასკვნით დღეს, საქართველოდან ხუთი ძიუდოისტი იასპარეზებს.

81 კგ-ში კობა მჭედლიშვილი, -100 კილოგრამში ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტალეური იბრძოლებენ მედლებისთვის. მძიმე წონაში ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე იასპარეზებენ

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები