მენიუ დახურვა

10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს საქმიან პარტნიორებს ყურადღებით დააკვირდით. სავარაუდოდ, მეტისმეტად ენდობით. მოვლენების მოულოდნელმა შემობრუნებამ შეიძლება სიტუაცია თქვენს საზიანოდ შეცვალოს.

კურო

მშვენიერი დღეა პარტნიორთან ურთიერთობისთვის და ოჯახთან ერთად მოგზაურობისა და აქტიური დასვენებისთვის. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში უსიამოვნო შეტყობინება მიიღოთ, რომელიც ძალიან გაგაბრაზებთ და გაგაღიზიანებთ. ეცადეთ თავშეკავება გამოიჩინოთ და სამუშაო კვირისთვის განეწყოთ. მიმდინარე პრობლემების გადაჭრას დიდი ძალისხმევა დაჭირდება.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს გრძელვადიან გეგმებში კორექტივების შეტანა მოგიწიოთ. დღის პირველ ნახევარში მოწყენილობა და იმედგაცრუება გელით. მოსალოდნელია პარტნიორის ამბიციურობასა და აგრესიულობასთან დაკავშირებული უსიამოვნო ცნობა. სავარაუდოდ, ნათესავებთან და ბავშვებთან კონფლიქტი გელით. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია დაწყნარდება.

კირჩხიბი

შეძენის, ქონების დაგროვებისდა მფარველობის დღეა. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარდერობს – მას დიდი ხანია განახლება ჭირდება. გირჩევთ ეს დღე ბავშვებს და ბავშვობის მოგონებებს მიუძღვნათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. კარგი იქნება თუ სუფთა ჰაერზე ვარჯიშით დაკავდებით. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ან სასიხარულო ცნობა ელით, მამაკაცებს კი ფინანსური დანაკარგი.

ქალწული

შესაძლოა, სასიხარულო ცნობა ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მაცდური წინადადება გელით. ეცადეთ, ყველაფერი კარგად და დატელურად გაიაზროთ, რადგან საქმე თქვენგან დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებისგან. თქვენი წარმატება მიზნისკენ ეტაპობრივად სვლაზეა დამოკიდებული. ეს დღე დაგამახსოვდებათ როგორც გრძელვადიან გეგმებში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანის დღე.

სასწორი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მკვეთრი ხასიათის ცვლილებები გელით. ამის მიზეზი შეიძლება უსიამოვნო ცნობა, ტყუილი ან ღალატი გახდეს. დღის მეორე ნახევარი მომავლის საქმიანობის ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობები გელით.

მორიელი

თქვენი სირთულეების გადალახვის უნარი, უნიკალური შრომისმოყვარეობა და მონდომება აუცილებლად დაფასდება, თუმცა შეცდომები ძვირად დაგიჯდებათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მშვილდოსანი

უკიდურესად ნეგატიური დღეა. შესაძლოა, მოუგვარებელმა პრობლემებმა ჩიხში შეგიყვანოთ. ბედი თქვენს მიზანსწრაფულობას, გამძლეობას და ამტანობას ისევ გამოცდის. თამამად იმოქმედეთ, თორემსიტუაცია უკიდურესად გამწვავდება. თქვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული ყველამომავალი საქმის წარმატება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა პირადი ცხოვრების მოწყობისთვის. თქვენი მონდომება და მომხიბვლელობა დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში, თუმცა მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ეცადეთ დინჯად და გააზრებულად იმოქმედოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ფიზიკური დატვირთვისთვისა და წყლის პროცედურების ჩატარებისთვის. ეცადეთ საკუთარ კანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისა და სპირტიანი სასმელის მიღებისგან. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ცნობა ან მაცდური წინადადება გელით. ნუ აჩქარდებით. სანამ დათანხმდებით, საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდით.

თევზები

კრიტიკული დღეა. თქვენს პრინციპებს და ურთიერთობების სიმყარეს გამოცდა ელით. ზოგიერთი თევზი არა მარტო პრინციპების დაცვას, არამედ თანამოაზრეთა აღმოჩენასაც შეძლებს. ამ დღეს ოჯახური პრობლემები მეორე პლანზე გადავა.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები