მენიუ დახურვა

ვინ არის 16 წლის ბიჭი, რომელსაც ორი კვირაა ეძებენ

29 იანვარს, საღამოხანს ფოთში ტრაგედია დატრიალდა, 16 წლის მოზარდი – მიშიკო ჭანტურია აღმაშენებლის ხიდიდან მდინარე რიონში გადავარდა, მას დაახლოებით ერთი კვირაა მაშველები უშედეგოდ ეძებენ. ბიჭი ქალაქ ფოთის 21-ე საჯარო სკოლის მეათეკლასელი იყო. როგორც ირკვევა, ის რამდენიმე მეგობართან ერთად ამ ადგილებში სეირნობდა, ხიდის მოაჯირზე ასულა, დაუზუსტებელი ცნობით, ფოტოებს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას სასკოლო ზურგჩანთა ეკიდა, რამაც გადაწონა და თავის შეკავება ვერ შესძლო.

“გზის მეორე მხარეს მოვდიოდი, დავინახე, მოდიოდა ოთხი ბიჭი, სამი ცალკე მოდიოდა და მეოთხე ზემოთ მოაჯირს მიჰყვებოდა, უცებ ფეხი დაუცურდა, როგორც თვალი შევასწარი, და გადავარდა წყალში, ეს დანარჩენები ერთმანეთს უყვიროდნენ ჯერ, მიდი, მიდი გაიხადე, გაიხადეო და მერე შეეშინდათ თუ რა იყო, არ ვიცი, მოპირდაპირე მიმართულებით გაიქცნენ, თუმცა მე უცებ გადმოვირბინე და წყალში რომ ჩავიხედე, ბიჭი არსად ჩანდა, მერე ცოტა შორიდან ვიღაცამ გაიხადა ტანსაცმელი და გადახტა, მაგრამ ვერაფერი ნახა, მანამდე ნიჩბოსნები აქვე ყოფილან და მოცვივდნენ საშველად, მაგრამ თითქოს წყალმა ჩაყლაპაო ეს ბავშვი მომენტალურად, შოკირებული ვარ…

ადგილობრივების თქმით, ბიჭები სხვა ხიდზეც ადიოდნენ თურმე ასე. როდესაც მოზარდი წყალში გადავარდნილა, მისი თანმხლები ბავშვები გაქცეულან, მაგრამ იქვე ნიჩბოსანთა ჯგუფი ყოფილა და ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში მისაშველებლად გადამხტარან წყალში, თუმცა ბიჭის კვალს ვერსად მიაგნესო. ერთ-ერთი ვერსიით, გადავარდნის მომენტში ბიჭს შიშისგან გული გაუსკდაო. ასევე ამბობენ, რომ სანამ მის საშველად ჩავიდოდა ვინმე, ბიჭის სხეული ერთხელ ამოაგდოო წყალმა და ისევ ფსკერისკენ წაიღოო, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ნანახით შოკირებული იქ მოგროვილი ხალხი მეორე დღემდე იმედსაც არ კარგავდა, იქნებ გადაცურა და სადმე იყოსო

მისი მშობლები ადგილს არ ტოვებენ და მოთქმა-ტირილით აკლებულია აქაურობა. მთელი ფოთის მოსახლეობა აქაა, რით ვანუგეშოთ, თორემ გაჭირვებული, პატიოსანი ოჯახიაო”, – განუცხადა “ალიას” მანანა ტორჩინავამ, რომელიც ამბის ერთ-ერთი თვითმხილველია.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები