მენიუ დახურვა

მაჭახელის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღდეგ სახალხო მოძრაობა „სიტყვის კაცები“ შეიქმნა

ჰესების მშენებლობა

მაჭახელის ხეობის მცხოვრებლებმა ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგებით ‘არა ჰესებს’, ‘მაჭახელა ჩვენია’, ‘ჩვენ არ ვიყიდებით’. მათ სახალხო მოძრაობა ‘სიტყვის კაცები’-ც შექმნეს, რომლებსაც დღეს კიდევ რამდენიმე სოფლიდან შეუერთდნენ. ინფორმაციას ‘აჭარის ტელევიზია’ ავრცელებს.

მოძრაობამ ჰესების აშენების მოწინააღმდეგეთა ხელმოწერების შეგროვება გუშინ დაიწყეს და საკუთარი პოზიცია ამ დრომდე უკვე 4 200-მდე მხარდამჭერმა დააფიქსირა. მაჭახელის მკვიდრები ამბობენ, რომ ჰესების აშენება მაღალმთიან მხარეს ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს. მშენებლობის პროცესში აფეთქებები კი მოსახლეობას დააზარალებს.

ადგილობრივი მოსახლეობა და მოძრაობის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა ბუნებრივ ლანდშაფტს შეცვლის. მოსახლეობა საფრთხეს მაჭახელას ეროვნული ეროვნული პარკის განვითარებისთვისაც ხედავს.

მაჭახელის ხეობაში 30 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესის აშენება იგეგმება. როგორც ‘აჭარის ტელევიზია’ წერს, მშენებლობას ‘მაჭახელა ჰესი’ აპირებს, რომელიც „სილქროუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა. კომპანიიდან მიღებულ წერილში ნათქვამია, რომ მანამდე არსებული პროექტისგან განსხვავებით, მხოლოდ 1 ჰესი აშენდება. ასევე ოფიციალური ინფორმაციით, პროექტი არ ითვალისწინებს კაშხლის არსებობას ანუ წყლის რეზერვუარის მოწყობას, არამედ მიზნად ისახავს მდინარის ბუნებრივ ჩამონადენზე მუშაობას. 

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები