მენიუ დახურვა

(ვიდეო)-ზაზა სარალიძე და ცოტნე გამსახურდია აქციაზე, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებას ითხოვენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოს შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებას ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები უწევენ.როგორც “ინტერპრესენიუსს” გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა, მისი ძმა უდანაშაულოა და ის შეეწირა საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეთქმულებას. თორნიკე მამალაძის თქმით, მძიმეა დეკანოზის როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მდგომარეობა.ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ბრალდება, რომელიც დეკანოზს აქვს წარდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი მამალაძმ შეთქმულების მსხვერპლია. ოჯახი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეზე სამართლიან გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები