მენიუ დახურვა

ეკა ბესელია: ჩვენმა ინიციატივამ იუსტიციის საბჭო და მათი ლობისტები ააღელვა

ეკა ბესელია

‘იუსტიციის საბჭოს ხელიდან უნდა გამოვართვათ ის იარაღი, რომლითაც შეიძლება კიდევ ერთი ცეცხლი გაიხსნას, რომელსაც გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება’, – განაცხადა ეკა ბესელიამ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. 

ეკა ბესელიას განცხადებით, სასამართლო რეფორმის და მართლმსაჯულების საკითხი უკვე გასცდა პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესს და ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესი გახდა.

‘დღევანდელი დისკუსიაც აჩვენებს, რომ საკითხზე ერთნაირად ღელავს ყველა, პროცესის მიმდინარეობაზე. თითოეულმა ჩვენთაგანმა, განსაკუთრებით ვინც ხელს ვაჭერთ პულტს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერზე მაღლა დგას ეს საკითხი, იქნება ეს პირადი, პარტიული თუ პოლიტიკური. უნდა გადავდგათ ყველა შემდეგი ნაბიჯი, რომ ქვეყანაში დავტოვოთ გამართული სასამართლო. ეს არის დღევანდელი შეხვედრის ძირითად გზავნილი. ჩვენი მოქალაქეები დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში იცხოვრებენ’,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ზარდიაშვილმა 9 დეპუტატის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა.

‘ყველა, ვინც აფასებს ვინ რომელ კურსზეა და კლასში თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როდესაც არც ერთ რანგზე არ არის და არც ერთ კლასში როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას.

ეს ინიციატივა ეფუძნება კონსტიტუციურ ნორმას და გარდამავალ დებულებებს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლებელია 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა ვიდრე მოსამართლე უვადოდ გამწესდება. ეს ცვლილება როგორც ჩანს მიგნებულია ჩვენს მიერ, იმიტომ რომ იმდენად აღელდა იუსტიციის საბჭო და მათი ლობისტებიც ჩანს, რომ ჩვენ ზუსტად მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს შეჩერება მორატორიუმის, რათა სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს და არ მოხდეს ყველა მოსამართლის უვადოდ გამწესება აზრი რომ არ დაკარგოს მართლმსაჯულების რეფორმამ. იუსტიციის საბჭოს ხელიდან უნდა გამოვართვათ ის იარაღი, რომლითაც შეიძლება კიდევ ერთი ცეცხლი გაიხსნას, რომელსაც მოყვება გამოუსწორებელი ზიანი. ეს შეიძლება ხატოვანი შედარეება, მაგრამ სამართლებრივად ითარგმნება რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი’, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაორდინალურ სხომაზე, რომელსაც რვის ნაცვლად 150 მოსამართლე ესწრებ ცხრა დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს 2025 წლამდე აჩერებს.

კოლეგისგან განსხვავებით ცხრა დეპუტატის ინიციატივის შეფასებას არ მოერიდა ვანო ზრდიაშვილი. მან პროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას აჩერებს, პოლიტიკური წინადადება უწოდა და აღანიშნა, რომ  ის არაკონსტიტუციურია. დეპუტატს მიაჩნია, რომ  ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ პროექტს ხელს არცერთი თავმოყვარე იურისტი არ მოაწერს. 

კანონპროექტს არაკონსტიტუციური უწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ. 

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოგვიანებით მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები