მენიუ დახურვა

ლევან გოგიჩაიშვილი: არ მგონია ვანო ზარდიაშვილი უმრავლესობის პოზიციას გამოხატავდეს

ლევან გოგიჩაიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ვანო ზარდიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან 9 დეპუტატის ინიციატივასთან დაკავშირებით თქვა. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ ზარდიაშვილი უმრავლესობის ლიდერია და უმრავლესობის პოზიციას გამოხატავდეს. მის კომენტარს სააგენტო ‘ინტერპრესნიუსი’ ავრცელებს.

‘ზარდიაშვილის სიტყვების კომენტირებას ვერ დავიწყებ. როგორც ჩანს, ახალი სპიკერი იპოვეს. მე არ მგონია, რომ ზარდიაშვილი არის უმრავლესობის ლიდერი და ის გამოხატავს უმრავლესობის პოზიციას. აჩიკო თალაკვაძის ფუნქციაა უმრავლესობის სახელით აკეთოს განცხადებები.

რაც შეეხება პროცესს, კარგმა იურისტებმა იციან, რომ არაკონსტიტუციურობას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, ჩემთვის უმრავლესობის პოზიციაა მთავარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ პრინციპული წინააღმდეგობა აღნიშნულ კანონპროექტს არ ექნებოდა იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭოში პროცესი არაჯანსაღად მიდის. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია პროცესი, კომიტეტის პოზიცია და პლენარული სესიის პოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ იურიდიული კომიტეტი 3 დღეში შეიტანს ამას დღის წესრიგში’, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, დღევანდელი  სასამართლო სისტემა ‘ადეიშვილის პროკურატურას დაემსგავსა.’

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაორდინალურ სხომაზე, რომელსაც რვის ნაცვლად 150 მოსამართლე ესწრებ ცხრა დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებენ,რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს 2025 წლამდე აჩერებს.

ცხრა დეპუტატის ინიციატივის შეფასებას არ მოერიდა ვანო ზრდიაშვილი. მან პროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას აჩერებს, პოლიტიკური წინადადება უწოდა და აღანიშნა, რომ  ის არაკონსტიტუციურია. დეპუტატს მიაჩნია, რომ  ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ პროექტს ხელს არცერთი თავმოყვარე იურისტი არ მოაწერს. 

კანონპროექტს არაკონსტიტუციური უწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ. 

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოგვიანებით მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები