მენიუ დახურვა

კვიციანი კანონიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს

ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანი კანონიდან ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს ემზარ კვიციანის ინიცირებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

‘კანონპროექტის მიღების მიზეზია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ არსებობა. 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილისა და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო.

საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ემზარ კვიციანის ინიციატივას, კვორუმის არარსებობის გამო დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კენჭი ვერ უყარეს.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები