მენიუ დახურვა

რუსთავში მომხდარ ტრაგედიაზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა

დავით სერგეენკო

რუსთავში მომხდარ ტრაგედიაზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის ფსიქიატრიულში შესაბამისი დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს.

‘პირველ რიგში, ყველასთან მექნება უმორჩილესი სათხოვარი, რომ ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებზე ნუ აკეთებენ ექსპერტულ დასკვნებს და სისტემურ ანალიზს. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. თუკი ეს რაიმე ნივთიერებით გამოწვეული ფსიქოზი იყო, ამის მკურნალობაზე, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად, სახელმწიფო ზრუნავს. ასეთი შემთხვევები რაღაც შორსმჭვრეტელური სისტემური დასკვნების დასადებად არ არის გამართლებული და ამისთვის არსებობს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საქმიანი ფორმატი”,- განაცხადა სერგეენკომ.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ 29 წლის ვალერი ირემაძე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, თუმცა აქტიური ფსიქოზი არ შეინიშნებოდა.

ნარკოლოგიურ განყოფილებაში ის მანამდე მეგობრებმა მიიყვანეს. ცენტრის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აღრიცხვაზე, კლინიკის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას ამ დრომდე სწავლობენ და საბოლოო პასუხი ადმინისტრაციას დღეს ეცოდინება.

13 წლის ბიჭს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები