მენიუ დახურვა

ყოფილ გორელ მაღალჩინოსანს, რომელმაც აქტივისტს ნაგვის ურნა ჩამოამხო, გირაო შეეფარდა

გორი

გორის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, თემურ მანველიშვილის, რომელმაც გასულ წელს მერიასთან გამართული აქციის მონაწილეს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მანველიშვილს  5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით წაუყენეს. ეს მუხლი გულისხმობს პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაულის თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე, ჯარიმას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

10 ოქტომბერს გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. აქცისი ბოლოს კი აქტივისტ გიგა მაქარაშვილის გორის მერიის თანამშრომელმა თემურ მანველიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები