მენიუ დახურვა

ლევან კობერიძე – მიკვირს, რატომ მისცა ვანო ზარდიაშვილმა მსგავსი ტიპის შეფასების უფლება თავს

დეპუტატი ლევან კობერიძე მიის კოლეგის ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ხმაურება. ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ ბესელიასა და მისი კოლეგების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს არც ერთი თავმოყვარე იურისტი არ მოაწერს ხელს.

„მიკვირს, რატომ მისცა ვანო ზარდიაშვილმა მსგავსი ტიპის შეფასების უფლება საკუთარ თავს. მე მიმაჩნია, რომ უფრო სწორია მსგავსი საკითხის განხილვა მოხდეს არა მედიის ფორმატში, არამედ იმ ფორმატში, რაც არის რეგლამენტით გათვალისწინებული. კანონპროექტი, რომელსაც ცხრა დეპუტატმა მოვაწერეთ ხელი და მას კიდევ ჰყავს მხარდამჭერები სხვა დეპუტატების სახით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიუროზე დარეგისტრირდება და გაივლის შესაბამის პროცედურებს. ვფიქრობ, აჯობებს, რომ ყველა ვინც მოწინააღმდეგეა ან მომხრეა ამ კანონპროექტის, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე იქ მოახდინოს ამ კანონპროექტის განხილვა და თავისი აზრის დაფიქსირება“, განაცხადა კობერიძემ.

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები