მენიუ დახურვა

მათი რეჟიმის მსვერპლი ვარ, ასეულობით კილომეტრი გავიარე რომ კითხვები დამესვა – რას ჰყვება სააკაშვილთან შეხვედრაზე მისული პირი

ლიეჟში საქართველოს ექს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, შეხვედრა საზოგადოების დაპირისპირებას და შუღლის გაღვივებას ემსახურებდა. ერთ-ერთმა ემიგრანტმა მარშალპრესს განუცხადა, რომ მათ კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ასეულობით კილომეტრი გამოვიარე რომ მიხეილ სააკაშვილისთვის კითხვები დამესვა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომცეს, ვარ მათი რეჟიმის მსვერპლი და ვითხოვ პასუხებს, ისინი კი კვლავ თავს არიდებენ პასუხის გაცემას და თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკას აგრძელებენ. სამწუხაროდ ადამიანების ნაწილი დარბაზშიც არ შეუშვეს ნაწილს კი გავლილი ქონდა ონლაინ რეგისტრაცია, მაგრამ დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, აცხადებს შეხვედრის მონაწილე ზურაბ პეტრიაშვილი.

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები