მენიუ დახურვა

(ვიდეო)-ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა – შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თბილისში მოხდა

თბილისში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა.როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები