მენიუ დახურვა

“ძალიან უსირცხვილოებს რომ ახლა აგიფორიაქდათ ეგ მორალი, ამაზეა ეს პოსტი” – თამარ ლეფსვერიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან  საუბრისას გუშინ, ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.

სალომე სამადაშვილის შეფასებას ფეისბუქის გვერდზე რეპლიკის სახით, ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე გამოეხმაურა და დაწერა:

ამაზე მეტი სირცხვილები თუ არ გახსოვს საქართველოს უახლესი ისტორიიდან, მაგრად ყოფილხარ ძალიან, დაწერა ლეფსვერიძემ. მოგვიანებით კი  ჟურნალისტმა თემაზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:

ტიპებს არაფრის რომ არ შერცხვენიათ ცხოვრებაში, ყველაფერი უკადრებელი რომ უკადრიათ და მაინცდამიანც ლიეჟის შერცხვათ

განა არ იყო უხერხული ამბავი, მარა ძალიან უსირცხვილოებს რომ ახლა აგიფორიაქდათ ეგ მორალი, ამაზეა ეს პოსტი წერს თამარ ლეფსვერიძე.

წყარო: marshalpress.ge

loading…


მსგავსი სიახლეები