მენიუ დახურვა

ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

ძმისშვილის მკვლელობის გამო დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ვალერი ირემაძე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ის იზოლატორიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან ამბობს, რომ 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებული, სავარაუდოდ, შეურაცხადია.

რატომ არ დაიტოვეს მედიკოსებმა ვალერი ირემაძე კლინიკაში, მკვლელობამდე ერთი დღით ადრე: დაკავებულის მეგობრები ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკას ადანაშაულებენ, რასაც ექიმები კატეგორიულად უარყოფენ.

13 წლის ბიჭს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები