მენიუ დახურვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის მონიტორინგის შედეგები წარადგინა

სურსათი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის სურსათის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. საჯარო ინფორმაციის თანახმად, დარღვევები აღმოაჩინეს არაცხოველური წარმოშობის სურსათში, რომელიც სხვადასხვა სარეალიზაციო ქსელიდან იყო აღებული.

მათ შორისაა „მარშეს“ პელმენი, „ნიკორას“ კარტოფილის პელმენი, „თაღლაურას“ რესტორნის ლუდი და რამდენიმე სახის ლიმონათი. პროდუქტებში აღმოჩენილია სხვადასხვა სახის მიკრო-ბიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური დარღვევები.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, არც ერთი დარღვევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა მომხმარებლის დაცვის მიზნით ამ პროდუქტების გაყიდვიდან ამოღების რეკომენდაცია უკვე გაიცა.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები