მენიუ დახურვა

Gmail-ის კონტექსტური მენიუ განახლდა

Gmail

Google-მა Gmail-ი განაახლა და საფოსტო ყუთში არსებულ თითოეულ შეტყობინებაზე თაგვის მარჯვენა ღილაკით გამოტანილი კონტექსტური მენიუს ფუნქციები გაამრავალფეროვნა. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

თითოეულ გზავნილზე კონტექსტური მენიუს გამოტანით აქამდე წერილის წაკითხვა, წაუკითხავად მონიშვნა, წაშლა, დაარქივება ან სხვა საქაღალდეში გადატანა იყო შესაძლებელი.

ამიერიდან შეტყობინებაზე კონტექსტური მენიუს გამოტანის შემდეგ ისეთივე მრავალფეროვანი ფუნქციები გამოჩნდება, როგორიც Gmail-ის მთავარ მენიუშია თავმოყრილი. 

განახლებული Gmail-ი G Suite-ის მომხმარებლებისთვის 22 თებერვლიდან ამოქმედდება. ამავე პერიოდში გამოჩნდება ახალი კონტექსტური მენიუ საფოსტო ყუთის უფასო მომხმარებლებისთვისაც.

 

ფოტო: Gmail

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები