მენიუ დახურვა

სალონიკში 42 წლის ქართველი მამაკაცი ჩაცხრილეს

საბერძნეთის პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, რომელთაც სალონიკში, საკუთარ საცხოვრებელ ბინასთან 42 წლის მამაკაცი მოკლეს. საბუთების შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, კერძოდ კი, აფხაზეთში დაბადებული. შემთხვევა გუშინ იასონიდუს ქუჩაზე, 21:40 საათზე მოხდა. სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 42 წლის ქართველი მამაკაცს ესროლეს. მას ტყვიები თავის არეში აქვს მოხვედრილი.

პოლიცია ვარაუდობს, რომ საქმე მაფიოზურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები