მენიუ დახურვა

უნგრეთი რუსულ გამანადგურებლებს აუქციონზე ყიდის

მიგ-29

უნგრეთის ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მიგ-29 ტიპის ყველა გამანდგურებელი გასაყიდად აუქციონზე გაიტანა

საერთო ლოტი 19 თვითმფრინავს აერთიანებს, რომელთა ნაწილი კაპიტალურ რემონტს საჭირობს. ლოტის საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარია. 

მას შემდეგ, რაც მყიდველი გამოჩნდება, თანხმობა რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს. 

უნგრეთმა 28 გამანადგურებელი რუსეთისგან 1993 წელს საბჭოთა ვალის გადახდის სანაცვლოდ მიიღო. ნატოში გაწევრიანების შემდეგ ბუდაპეშტმა რუსული გამანადგურებლების შვედურით შეცვალა დაიწყო. 2010 წლიდან კი მათ საერთოდ აღარ იყებენენ.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები