მენიუ დახურვა

სესი საქართველოში აფრიკული ჭირით დაავადებული ღორების საქართველოში შემოყვანას გამორიცხავს

გოჭები

უკრაინიდან ე.წ. აფრიკული ჭირით დაავადებული ღორების საქართველოში მოხვედრის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, საწარმოს ინსპექტირება, საიდანაც პროდუქტის მოწოდება იგეგმება, იმპორტის დაწყებამდე ხდება და იმპორტის განხორციელება მხოლოდ სააგენტოს ექსპერტების დასკვნის საფუძველზეა შესაძლებელი. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ცოცხალი ღორის იმპორტის მოთხოვნით უწყებისთვის არც ერთ ოპერატორს არ მიუმართავს.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში უკრაინიდან ცოცხალი ღორის იმპორტი არ განხორციელებულა. იანვრის მონაცემები უწყებას ჯერ არ აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მის იმპორტი არც იანვარში განხორციელებულა.

რამდენიმე კვირის წინ უკრაინის ზოგიერთ ოლქში ღორის ე.წ. აფრიკის ჭირის გავრცელების გამო, კარანტინი გამოცხადდა.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები