მენიუ დახურვა

რეიდების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საპოლიციო რეიდები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. რეიდების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა იწყება. მოსარჩელე მხარე სადავოს ხდის პოლიციის შესახებ კანონის იმ ნორმას, რომელიც საპოლიციო კონტროლის დაწყებას არეგულირებს.

საუბარია პირის ზედაპირულ შემოწმებასა და მის იდენტიფიცირებაზე (ფოტოს გადაღება, პირადობის შემოწმების წარდგება), ასევე ავტომობილის ვიზუალურ დათვალიერებაზე.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებულ ნორმაში ბუნდოვანი ტერმინებია, რაც პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს ქმნის. კერძოდ, არ ხდება სამართალდარღვევების დიფერენცირება სიმძიმის მიხედვით, რაც ქმნის იმის საფუძველს რომ მსუბუქ სამართალდარღვევაზე ჩატარდეს რეიდი. მოსარჩელეებს ასევე მიაჩნიათ, რომ ე.წ რეიდით პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ხდება სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

წყარო

loading…



მსგავსი სიახლეები