მენიუ დახურვა

მეცნიერები: 10 წელიწადში მწერების 40 სახეობა გაქრება

10 წელიწადში მსოფლიში მწერების 40 სახეობა გაქრება – წერს Euronews -ი  გამოცემა Biological Conservation -ზე დაყრდნობით. 

ამ საგანგაშო პროგნოზს მეცნიერები კვლევებზე დაყრდნობით აკეთებენ. სპეციალისტების პროგნოზით, ყველაზე მეტად პეპლები დაზარალდებიან, მთავარი მიზეზია საცხოვრებელი გარემოს დაკარგვა. პეპლების რაოდენობის შემცირებას კატასტროფული შედეგი ექნება.  

„ამ კვლევის შედეგებმა შოკში ჩაგვაგდო“ – ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერი პაზი სიხვონენი. 

„ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობთ, თუმცა გარემო გვაძლევს სიგნალს, რომ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა შევცვალოთ“. 

ბიოლოგების შეფასებით მწერების განადგურების ერთ-ერთი მიზეზია სოფლის მეურნეობის განვითარება. სინთეთიკური სასუქების გამოყენება, ტყეების გაქრობა. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც: კლიმატური ცვლილებები, ქალაქების ურბანული ზრდა და დაავადებები.  

მეცნიერების კვლევებიოთ მწერების საერთო პოპულაცია ყოველ წელს 2,5%-ით მცირდება. პოპულაციის შემცირება ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, მწერები 100 წლის შემდეგ სრულად განადგურდებიან. ამას კი ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება: ბევრი რეპტილია, ფრინველი საკვების გარეშე დარჩება, და არის ალბათობა, რომ შიმშილით განადგურდებიან. 

იმისთვის, რომ ეს პროცესი შენელდეს, მეცნიერები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებს მოუწოდებენ, რომ ეკოლოგიურად სუფთა პესტიციდები გამოიყენონ. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები