მენიუ დახურვა

სააკაშვილის სტატისტიკა: "თქვე მართლა საცოდავებო, 800 კაცი ჩამოვიდა მსოფლიოდან"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ 800 კაცი ჩამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან:

“პირველ რიგში კიდევ  ერთხელ მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა ზოგიერთი კალიფორნიიდან, ნიუ იორკიდან, ტორონტოდან, ესპანეთიდან, კანადის შორეული ადგილებიდან, დანიიდან, საბერძნეთიდან და მრავალი საათი იფრინა. მე თვითონ გაოგნებული ვიყავი გეოგრაფიით. მეცინება რომ ამბობენ, ვაიმე დარბაზში შეუვსებელი ადგილებიო… 

თქვე მართლა საცოდავებო, 800 კაცი ჩამოვიდა მთელი მსოფლიოდან. 800 კაცი ჩამოვიდა თავისი ფულით მთელი მსოფლიოდან და შეიკრიბა ერთად. ისეთი მაგარი საინტერესო ხალხი ჩამოვიდა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

Loading...

მსგავსი სიახლეები