მენიუ დახურვა

სააკაშვილი: ჩვენი დაჩმორება არ გამოვა! იტალიაში 3 მარტს ძალიან მაგარ შეკრებას ვაპირებთ

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

“მე მინდა რამდნეიმე სიტყვა ვთქვა გუშინწინდელ ღონისძიებაზე ლიეჟში. პირველ რიგში კიდევ  ერთხელ მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა ზოგიერთი კალიფორნიიდან, ნიუ-იორკიდან, ტორონტოდან, ესპანეთიდან, კანადის შორეული ადგილებიდან, დანიიდან, საბერძნეთიდან და მრავალი საათი იფრინა. ძალინ ბევრი ქვეყნიდან, მე თვითონ გაოგნებული ვიყავი გეოგრაფიით. მეცინება რომ ამბობენ, ვაიმე დარბაზში შეუვსებელი ადგილებიო… თქვენ მართლა საცოდავებო, 800 კაცი ჩამოვიდა მთელი მსოფლიოდან, 800 კაცი ჩამოვიდა თავისი ფულით მთელი მსოფლიოდან და შეიკრიბა ერთად. ისეთი მაგარი საინტერესო ხალხი ჩამოვიდა.

მე მინდა ბოდიში მოვუხადო ამ ხალხს, რომ გუშინწინ დისკუსია ვერ შედგა იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა. ევროპის ცენტრში გააკეთა ის, რაც თავში არ მოსვლია არც პუტინს, არც იანუკოვიჩს და არც სხვა დიქტატორებს. არ გამოუგზავნიათ ტიტუშკები, მოჭიდავეები, ხულიგნები, ჩამშლელები, ამრევები ხალხის დასატერორებლად, თავისი ოფიციალური სპეცსამსახურები ჩამოსული იყვნენ ბელგიაში საჯაშუშოდ.

ივანიშვილი იქცევა ზუსტად ისე, როგორც ასლან აბაშიძე. მართლა ჭკუიდან არიან გადასული, იძახიან, მე თქვენ დაგაჩმორებთ და მოგწვდებით უცხოეთში ყველგან.  არ გამოვა! იმიტომ, რომ  ჩვენ ვაპირებთ იტალიაში 3 მარტს ძალიან მაგარ შეკრებას, სადაც განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ, განაცხადა – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები