მენიუ დახურვა

ახალციხელი მოსწავლის შესაძლო გაუპატიურების გამო მისი ჩაგვრის საქმეზე აუდიტის დასკვნა ცნობილია

გაუპატიურება

მოზარდი გოგო, რომელიც თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლი გახდა. გოგოს დედის თქმით, მისი განცხადების საფუძველზე განათლების აუდიტის სამსახურმა ბულინგის ფაქტის შესწავლა დაიწყო, თუმცა შედეგად მოსწავლის მიმართ ჩაგვრა არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ‘სამხრეთის კარიბჭე’ ავრცელებს.

გოგოს ჩაგვრის ფაქტს უარყოფენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეებიც. სკოლის დირექტორის თქმით, გოგოს დედის საჩივარს ბულინგის შესახებ განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური დაახლოებით თვენახევარი სწავლობდა. დედა საჩივარში ადანაშაულებდა მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მანდატურს.

‘პასუხი მივიღეთ, რომ გოგონას მიმართ ბულინგის შემთხვევა არ ყოფილა“, – აცხადებს სკოლის დირექტორი. 

გოგოს შესაძლო გაუპატიურებისა და ამ ამბის გამო სკოლაში ჩაგვრის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს გავრცელდა. მაშინ, 15 წლის გოგო ამბობდა, რომ თანაკლასელმა ბიჭმა მასზე 2017 წლის დეკემბერში იძალადა. 

გოგოს თქმით, ბიჭი მას დანით ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ, არავისთვის მოეყოლა, რის გამოც სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ამბავს რამდენიმე თვე მალავდა. კლასელზე ძალადობის შესახებ მოსაწვლეებმა მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მას მერე გაიგეს, რაც ისინი პოლიციამ დაკითხა. 

გოგოს მშობელი ამბობდა, რომ სკოლაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო, სკოლის დირექტორმა გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა. მაშინ გოგოს თანაკლასელების მშობლებმა განცხადებაც დაწერეს, რომელშიც გოგოს სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვდნენ. 

გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოვკლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით გაგრძელდა. 

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები