მენიუ დახურვა

PMCG: სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 43%-ია დასაქმებული

საკონსულტაციო კომპანია PMCG -ის კვლევამ აჩვენა, რომ 2017 წელს დასაქმებულთა 43% სოფლის მეურნეობის, ხოლო 9% განათლების სექტორში მუშაობდა – საკონსულტაციო კომპანია PMCG შესაბამის კვლევას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.  

მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და განათლების სექტორების მიერ მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შეტანილმა წვლილმა 8% და 5% შეადგინა.  

2017 წელს, საქართველოში უმუშევრობის დონე, 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9% შეადგინა. 2014-2017 წლებში, სამუშაო ძალაში დაქირავებით დასაქმებულთა პროცენტული წილი იზრდებოდა და 2017 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ სამუშაო ძალის 41.6% შეადგინა.

თვითდასაქმებულთა 5 პროცენტული წილი კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მცირდებოდა და 2017 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი სამუშაო ძალის 44.5%-ს გაუტოლდა.

2017 წელს, სოფლის მეურნეობისა და განათლების სექტორში დასაქმებულთა იმაზე დიდი პროცენტული წილი მუშაობდა, ვიდრე ამ სექტორების მიერ მთლიან შიდა პროდუქტში შეტანილი %-ული წვლილი.

დასაქმებულთა 43% სოფლის მეურნეობის, ხოლო 9% განათლების სექტორში იყო დასაქმებული, მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და განათლების სექტორების მიერ მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შეტანილმა წვლილმა 8% და 5% შეადგინა.

2017 წელს, მაღალი შრომის ნაყოფიერების კუთხით, შეგვიძლია, გამოვკვეთოთ მშენებლობისა და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორები, სადაც დასაქმებულთა 5-5% მუშაობდა, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტში მათ მიერ შეტანილი წვლილი 10-10% იყო.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები