მენიუ დახურვა

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის განცხადებას უნიჭო და სამარცხვინო უწოდა

ვანო ზარდიაშვილის განცხადებაზე, ალბათ, შესაბამისი რეაგირება იქნება იმიტომ, რომ ეს გასცდა ყოველგვარი კორექტულობის და გონივრულობის ფარგლებს, ეს კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც, არც ერთი თავმოყვარე იურისტი მხარს არ დაუჭერს ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმ უნიჭო და სამარცხვინო კომენტარს, რაც გაკეთდა კლასებთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ შეურაცხმყოფელი იყო კოლეგების მიმართ. ამაზე, ალბათ, შესაბამისი რეაგირება იქნება იმიტომ, რომ ეს გასცდა ყოველგვარი კორექტულობის და გონივრულობის ფარგლებს. ეს ისეთი სტილია, რომელიც ვიცით, ვისი ხელწერაც არის. არ მინდა ამაზე შორს წავიდე, მაგრამ ნამდვილად საჭირო იქნება რეაგირება იმ განცხადებაზე, რომელსაც მე არ ვთვლი საპასუხოდ, მაგრამ დანარჩენი კოლეგების მიმართ იყო უპატივცემულო, განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები