მენიუ დახურვა

ბათუმში 84 წლის ქალი გაზის კომპანიის თანამშრომლების სახელით გაძარცვეს

დაკავების სპეცოპერაცია

ბათუმში 84 წლის ქალის ძარცვის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. დაკავების ოპერაცია ხელვაჩაურში ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებიან. დაკავებულები შენობიდან ბორკილებით გამოიყვანეს.

ძარცვა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა. 84 წლის ხუტა ბელქანიას განცხადებით, მძარცველები სახლში მოტყუებით შევიდნენ, განუცხადეს რომ გაზის კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ, შემდეგ დააბეს და ძვირფასეულობა წაიღეს. მისივე თქმით, დაბმულმა მოახერხა კართან მისვლა და მეზობლებს დახმარება სთხოვა. ის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ქალი აფხაზეთიდანაა დევნილი და ის ერთ-ერთ სოციალურ სახლში მარტო ცხოვრობს. ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები