მენიუ დახურვა

(ვიდეო)-სად და როგორ შეგვიძლია საპენსიო ანგარიშზე დარიცხული თანხის ნახვა

საპენსიო ფონდში, ბოლო მონაცემებით, 37 ათასზე მეტი კერძო კომპანია და 310 000 საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი გაწევრიანდა. ლევან სურგულაძის თქმით, ამჟამად საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა 50 მილიონ ლარს აღემატება. მისივე ინფორმაციით, თანხა საბანკო ანგარიშებზეა განთავსებული და საშუალოდ 5-6%-იანი სარგებელი ერიცხება. საპენსიო სააგენტოს პირად ანგარიშზე განთავსებული ინფორმაციის ნახვა ყველა დასაქმებულს შეუძლია.საპენსიო სააგენტოს საიტზე ამ ეტაპზე რამდენიმე ვაკანტური თანამდებობის შესახებაა ინფორმაცია განთავსებული. დასაკომპლექტებელია საინვესტიციო საბჭო. ლევან სურგულაძის განმარტებით, საბჭოს წევრების შესარჩევად ვაკანსიები ორ საერთაშორისო გამოცემაში – “ფაინეშელ თაიმსსა” და “ეკონომისტში” გამოქვეყნდება. გუნდი კი,  სავარაუდოდ, 2 თვეში ჩამოყალიბდება. ამასთან, სურგულაძის თქმით, საპენსიო ფონდში განთავსებული თანხების ინვესტირება რამდენიმე თვეში დაიწყება.წყარო: ეკონომიკა

loading…



მსგავსი სიახლეები