მენიუ დახურვა

იტალიელ ფეხბურთელს მაფიის საქმეზე ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ვინჩენცო იაკვინტა

იტალიელ ფეხბურთელს და მსოფლიო ჩემპიოონ ვინჩენცო იაკვინტას მაფიის საქმეზე ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მის მამას კი 19 წელი. ამის შესახებ BBC წერს.

‘იუვენტუსის’ და იტალიის ნაკრების ექსფორვარდს, 38 წლის ვინჩენცო იაკვინტას, 2015 წლის დეკემბერში ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და კალაბრიის მაფიოზური დაჯგუფების ‘ნდრანგეტასთვის’ დახმარების მცდელობისთვის წაუყენეს.

სასამართლომ ვინჩენცო იარაღის უკანონოდ შენახვაში სცნო დამნაშავედ, ხოლო ‘ნდრანგეტასთვის’ დახმარების მცდელობის ბრალდება მოუხსნეს. მისი მამა ჯუზეპე კი მაფიასთან კავშირში დამნაშავედ ცნეს.

ფეხბურთელი ამჟამად დაკავებული არაა და ის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.