მენიუ დახურვა

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

აქტიური დღეა. გადაუჭრელი პრობლემები და შეუსრულებელი ვალდებულებები დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. ამ დღეს ყველას ერთდროულად დასჭირდებით. შესაძლოა, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ დიდი შემოსავალი მიიღოთ.

კურო

ემოციური თვალსაზრისით წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ნერვიული აშლილობა და გაღიზიანება. საუკეთესო შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ყველაზე თამამი იდეები განახორციელოთ, უარეს შემთხვევაში ოჯახში კონფლიქტი გელით. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს არ ეკამათოთ. ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებსა და ურთიერთობების გარკვევას, რადგან ეს კარგად არ დასრულდება.

ტყუპები

შესაძლოა, წინა კვირას დაგეგმილის განხორციელება შეძლოთ. გაიზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალური ენერგია და პირადი მომხიბვლელობა. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, ეს აუცილებლად შეგიშლით ხელს დასახული მიზნის მიღწევაში. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შეტყობინება გელით.

კირჩხიბი

ოჯახის წევრებს უნდათ, რომ სახლში მეტი დრო გაატაროთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ აქტიურ ოჯახურ დასვენებას დაგეგმავთ. დღის ბოლოს დაღლილობასა და გაღიზიანებას იგრძნობთ. შეიკავეთ ნეგატიური ემოციები და ეცადეთ, აქტიური შრომითი კვირისთვის განეწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი პრობლემა გელით.

ლომი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობა და სულიერი საწყისი დაგეხმარებათ ახალი მოკავშირეებისა და თანამოაზრეების პოვნაში. საქმიანი ნაცნობობა ან გარემოებათა მოულოდნელი განვითარება დიდ შემოსავალს მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებს იღბალი გაუღიმებთ. შესაძლოა, გავლენიანი ნაცნობის დახმარებით სოლიდური შემოსავალი მიიღოთ. საქმის მიმართ არასტანდარტული მიდგომის დახმარებით ნებისმიერი, ყველაზე სარისკო საქმეც კი წარმატებით დასრულდება. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი ან სასიხარულო შეხვედრა.

სასწორი

მშვიდი და პოზიტიური დღეა. თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ, თუ ყოველდღიურობის ჩარჩოებიდან გამოხვალთ. ისწავლეთ ყოველი დღით ტკბობა. ქალებს ვურჩევთ, პარტნიორების გულწრფელობაში ეჭვი არ შეეპაროთ. ამ დღეს საშუალება მოგეცემათ, თქვენი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ.

მორიელი

პირადი ურთიერთობების განვითარებისთვის ხელსაყრელი დროა. შესაძლოა, ამ დღეს პირადი ცხოვრების პრობლემის მოგვარება შეძლოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ, თორემ შემდეგ სიტუაციის გამოსწორება გაგიჭირდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ, შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

თქვენი სიზარმაცე შეიძლება მცირე გაუგებრობების მიზეზი გახდეს. თქვენი ოპტიმიზმისა და საკუთარი თავის რწმენის დამსახურებით სიტუაციის გამოსწორებას შეძლებთ. თუ რაიმე ნივთის შეძენას აპირებთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ. ეცადეთ, უახლოესი გეგმების განხორციელებისთვის უკეთ მოემზადოთ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მატულობს, იზრდება სექსუალური პოტენცია და ინტუიცია, თუმცა დაუსრულებელი საქმეები, უსიამოვნო ამბები ან პირადი ცხოვრების პრობლემები სრულფასოვანი დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.

მერწყული

შესანიშნავი დღეა სახლის მოწესრიგებისა და რემონტის დაწყებისთვის. განახლებისკენ სწრაფვა, ახალი იდეები ან ადამიანები თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის და საქმიან სფეროში ახალ შესაძლებლობებს გადაგიშლით. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ, თორემ შემდეგ რაიმეს შეცვლა გაგიჭირდებათ.

თევზები

ხელიდან ნუ გაუშვებთ მომგებიან გარიგებას. შეგიძლიათ, ახალ სამსახურზე გადაერთოთ. ნებისმიერი წამოწყება კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ერიდეთ ხასიათის მკვეთრ ცვლილებას – მოსალოდნელია რყევა ოპტიმიზმიდან მძიმე დეპრესიამდე.

loading…


მსგავსი სიახლეები