მენიუ დახურვა

თბილისი ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია

UEFA

საქართველომ შესაძლოა ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლოს. შესაბამისი განაცხადი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ში შეიტანა. ინფორმაცია დღეს, UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძელობისთვის თბილისთან ერთად ვენა და სევილია იბრძვის. 

ვინ მოიპოვებს საბოლოოდ მასპინძლობის უფლებას, ეს 2019 წელს გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში თუ UEFA თბილისს შეარჩევს, ფინალური მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება. საქართველოს მსგავსი მასშტაბური შეხვედრის წარმატებით მასპინძლობის გამოცდილება აქვს. 2015 წელს თბილისში UEFA-ს სუპერთასის მატჩი გაიმართა და მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან დადებითი შეფასება მიიღო.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.