მენიუ დახურვა

საგარეჯოში, სოფელ უდაბნოში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

საგარეჯოს მერის, გიორგი ერბოწონაშვილის თქმით,სოფელში უკვე ჩავიდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ზარალს ადგილზე დაითვლიან.

ასევე ძლიერმა ქარმა სოფელ იორმუღანლოს გზაზე ქარსაცავ ზოლში გაშენებული ალვის ხეები წააქცია, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი

loading…


მსგავსი სიახლეები